ციხისძირის საჯარო სკოლაში ვიქტორინა-კონკურსი -„ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა
15-11-2019
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ციხისძირის საჯარო სკოლაში სასწავლო-შემეცნებითი ვიქტორინა-კონკურსი - „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა.
კონკურსის ფარგლებში მე-3ა კლასის მოსწავლეებმა საკლადო ოთახი დეკორატიულად გააფორმეს და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ვიქტორინა-კონკურსში მე-3ა კლასის მოსწავლეებთან ერთად მათი დედები და ბებიებიც ხალისით მონაწილეობდნენ. სკოლის წარმომადგენელი მათ აქტიურობისთვის მადლობას უხდის.