
ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში თემაზე - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“ ღია გაკვეთილი ჩატარდა.
ღია გაკვეთილი ქართული როგორც მეორე ენის პედაგოგმა გაიანე ჩარჩიანმს IXა კლასში ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გაკვეთილი საინტერესო და მიზანზე ორიენტირებული გამოვიდა.
მოსწავლეთა ჩართულობა მთელი გაკვეთილის განმავლობაში გრძელდებოდა. საკლასო გარემო მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის იყო კეთილგანწყობილი. მასწავლებელმა გაკვეთილის გეგმით დასახულ მიზანს მიაღწია.