თელავის N5 საჯარო სკოლაში სიმულაციური თამაში გაიმართა
15-11-2019
თელავის N5 საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეების ერთობლივი მონაწილეობით სიმულაციური თამაში გაიმართა.

თამაშის მიზანი სამოქალაქო საზოგადოებრივი დიალოგისა და კულტურის პოლიტიკის ღონისძიებების მეშვეობით, დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება იყო. მას სამოქალაქო განათლების პედაგოგი, ზეინაბ კაკალაშვილი, ხელმძღვანელობდა.

სიმულაციური თამაში სამ საათს გაგრძელდა და მასში 17 მოსწავლე იყო ჩართული. სკოლის წარმომადგენლის თქმით, თამაში მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა.

„სიმულაციური თამაში შეიქმნა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ გერმანულ პარტნიორ ორგანიზაცია CRISP-თან თანამშრომლობით და წარმოადგენს ახალ საგანმანათლებლო რესურსსა და პროდუქტს, რომელიც მიმართულია არაფორმალური განათლების ელემენტებით და აქტუალური რეალობის სიმულაციით, მოსწავლეებში სამოქალაქო ჩართულობის, აქტივიზმის და თვითმმართველობაში მონაწილეობის მნიშვნელობის გააზრებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისკენ. აღნიშნულ პროექტში ჩართულია თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

სიმულაციურ თამაშს ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წარმომადგენელი ნატა გამცემლიძე და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამარჯვების საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ელენე ოგბაიძე. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203