„იყო ცრემლნარევი სიხარული და დიდი სიყვარული“ - განძის N2 სკოლიდან საპენსიო ასაკის რვა მასწავლებელი ღონისძიებით გააცილეს
15-11-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, რუსთაველის სახელობის განძის N2 საჯარო სკოლაში სახელმწიფო პროგრამის - „არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერა “ ფარგლებში, ქართული ენის კლუბის ინიციატივით, მშობლებთან ერთად სკოლიდან წასული და დაჯილდოებული საპენსიო ასაკის რვა მასწავლებლის საზეიმო გაცილება მოეწყო.
სკოლის დირექტორი ს. დურგარიანია, ქართული ენის კლუბის ხელმძღვანელი კი - ნ. მიხანაშვილი.
სკოლის ინფორმაციით, გაცილების ღონისძიებაზე, წარმოითქვა სიყვარულით სავსე სამადლობელი სიტყვები ქართულ და სომხურ ენებზე, შესრულდა ქართული და სომხური ცეკვები და სიმღერები.
„იყო ბევრი ყვავილი. იყო ცრემლნარევი სიხარული და დიდი სიყვარული“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო