წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა
15-11-2019

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის სამკითხველო დარბაზ ცოდნარიუმშივიქტორინა-კონკურსი - ნორჩი მოაზროვნეებიჩატარდა.

კონკურსში მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მათ პედაგოგი მედეა კუჭავა ხელმძღვანელობდა.

„კონკურსზე გამოყენებული იყო მაღალი დონის სააზროვნო კითხვები და ისეთი აქტივობები, სადაც მოსწავლეებმა მრავალმხრივი უნარ-ჩვევები და კარგი ცოდნა გამოამჟღავნეს. ჟიურიმ გამარჯვება მე-7 კლასის მოსწავლეთა გუნდს მიანიჭა,ყველაზე აქტიური და კრეატიული მონაწილის სიგელი გადაეცა მარია ჭიჭინაძეს.

სკოლის დირექტორმა მაია ქობულიამ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და მასწავლებელს ქალბატონ მედეას მაღალი დონის ღონისძიების მომზადებისათვის და განაცხადა, რომ მიუხედავად პატარა ასაკისა, მე-6 კლასის გუნდმა აჩვენა მაღალი ცოდნა, ჯგუფური მუშაობის მაღალი კულტურა და გუნდის კაპიტანი ნიკოლოზ ჩიხლაძე და გუნდი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203