ხონის N2 საჯარო სკოლაში „პრეისტორიული ეპოქის ექსპონატების“ გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა
15-11-2019
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მე-7ბ კლასში, ისტორიის საგნის ფარგლებში, „პრეისტორიული ეპოქის ექსპონატების“ გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა.
„მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს მრავალფეროვანი რესურსი, თვითონვე იყვნენ თითოეული რესურსის პრეზენტატორ-გიდები. „მინი-მუზეუმმა“ მოსწავლეებზე და დამთვალიერებლებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები „მინი-მუზეუმის“ მოწყობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
მოსწავლეებს ისტორიის მასწავლებელი მაია მაჭარაძე ხელმძღვანელობდა.