მეღვრეკისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგანში საწრეო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
15-11-2019
გორის მუნიციპალიტეტის მეღვრეკისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საგანში საწრეო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
„2019-2020 სასწავლო წლის I სემესტრში სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს მათემატიკის (II კლასი), ქართული ლიტერატურის (IX-X კლასი), ბუნებისმეტყველების (VI კლასი), ფიზიკური აღზრდისა და სპორტის (V კლასი), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (V კლასი) საწრეო მუშაობა“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, მოსწავლეები საწრეო მუშაობაში აქტიურად არიან ჩართული და წრეების ხელმძღვანელებთან ერთად საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ.