ბანოჯის საჯარო სკოლაში კვირეული  - „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“ მოეწყო
15-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბანოჯის საჯარო სკოლაში, 4 ნოემბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, ბულინგის თემაზე - „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“ კვირეული მოეწყო.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით: ჩატარდა კლასის საათები I-XII კლასის ჩათვლით, აღნიშნულ თემაზე გაიმართა ფილმის ჩვენება, პრეზენტაცია, დისკუსია და ა.შ.

კვირის ბოლო დაგვირგვინდა მხიარული აქტივობებით - „ვისაც მკლავში ძალა ერჩის“ - შეჯიბრება მკლავჭიდში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203