თათია თვარაძე - ვანის N1 სკოლის მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენა
26-05-2017

ვანის N1 სკოლის მოსწავლემ თათია თვარაძემ, გამოსაშვებ გამოცდებზე ვანის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეთა შორის საუკეთესო შედეგები აჩვენა.

მან 5 საგანში მიიღო 10 ქულა.

ოქროსმედალოსან მოსწავლეს ვანის N1 სკოლის დირექტორი ვალერი კანკაძე ულოცავს საუკეთესო შედეგს:

''მინდა წარმატებები გისურვო ჩემო თათია, დარწმუნებული ვარ, რომ ''ახალი ეტაპები'' ძალიან ბევრი იქნება შენს ცხოვრებაში, ყველა ბარიერს წარმატებით დაძლევ და ძლიერთა შორის დაიმკვიდრებ ადგილს. დარწმუნებული ვარ, რომ შენ არა მარტო ქალაქ ვანის N1 სკოლის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის სიამაყე ხარ. უფალმა უმრავლოს შენისთანა მოსწავლეები ჩვენს სკოლას. დრო მოვა და ასეც იქნება, ჩვენ პირველები ვართ და ვიქნებით მუდამ!'' 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...