დამიის საჯარო სკოლაში „შემოდგომის დღესასწაული“ მოეწყო
15-11-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, დამიის საჯარო სკოლაში „შემოდგომის დღესასწაული“ მოეწყო.

როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „საზეიმო განწყობას შემოდგომის თბილი ამინდიც ამძაფრებდა“.

ღონისძიების ფარგლებში დიდ ქვაბში მოდუღდა თათარა, ამოივლო ჩურჩხელები, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური და საცეკვაო ნომრები, წაიკითხეს ლექსები, ითამაშეს, შეეჯიბრნენ სახალისო გამოცანების გამოცნობაში. ასევე, გამოიფინა მოწაფეთა ნახატები და კომპოზიციები შემოდგომაზე.

ღონისძიების მსვლელობაში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ღონისძიება ქართული, როგორც მეორე ენის, მასწავლებელ მზია გუნიას ხელმძღვანელობით წარიმართა.

„დღესასწაულმა შემოდგომის მზესავით გაათბო და გაახალისა მაყურებელთა გულები“, - წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203