შეუბნის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგ პაპუნა გძელიშვილს „საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის“ წოდება მიენიჭა
15-11-2019
ონის მუნიციპალიტეტის შეუბნის საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგმა, პაპუნა გძელიშვილმა, თავისუფალ ჭიდაობაში „საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის“ წოდება მიიღო.

„შეუბნის საჯარო სკოლა ულოცავს სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგს, პაპუნა გძელიშვილს, „საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის“ წოდებას თავისუფალ ჭიდაობაში. ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს მომავალი თაობის აღსაზრდელად“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, პაპუნა გძელიშვილი აქტიური პედაგოგია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203