ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში თანასწორობისა და ტოლერანტობის თემაზე გაკვეთილი ჩატარდა
15-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილი სამოქალაქო განათლების პედაგოგმა მაკა თევდორაძემ IX კლასში ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო: „თანასწორობა და ტოლერანტობა“.

მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთნენ. მათ თემასთან შესაბამისი კედლის გაზეთები დაამზადეს და ტოლერანტობის მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

გაკვეთილს სხვა პედაგოგებიც ესწრებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გაკვეთილი - „თანასწორობა და ტოლერანტობა“ შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.

 იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203