ლედგებეს საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ
15-11-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის ლედგებეს საჯარო სკოლის მე -10 კლასის ექვსმა მოსწავლემ საჩუქრად კომპიუტერები მიიღო.
ეს მოსწავლეები არიან: მარიამ ხუხუა, ნინო ქაჯაია, მარიამ ბჟალავა, ნანა თოდუა, გიორგი ხვიჩია და მათე ნადარაია.
მე-9 კლასის დასრულების შემდეგ წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროექტის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში გადასცემს.
ლედგებეს საჯარო სკოლა მოსწავლეებს ამ წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.