მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბაბილონის დაკიდული ბაღების მაკეტი დაამზადეს
15-11-2019
ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის მახალაკიძეების საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების გაკვეთილზე, ბაბილონის დაკიდული ბაღების მაკეტი დაამზადეს.

გაკვეთილის მიზანი წვრილი მოტორული უნარის განვითარება, მაკეტის დამზადება და წარმოსახვის უნარის განვითარება იყო.

მოსწავლეებს პედაგოგი ნანი შაინიძე ხელმძღვანელობდა.

„ვინაიდან ბაბილონის დაკიდული ბაღების შესახებ ყველა თავისებურად წარმოიდგენს როგორი იყო და გადმოსცემენ ინფორმაციას, ჩემმა ყოჩაღმა პატარებმა თავიანთი ფანტაზიის უნარის წყალობით წარმოიდგინეს და გააკეთეს მაკეტი“,- ამბობს ნანი შანიძე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტებით სწავლება მოტივაციას ზრდის და სწავლება/სწავლის ეფექტურობას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203