მარნეულის N5 საჯარო სკოლაში საინფორმაციო კამპანია -  „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ჩატარდა
15-11-2019

მარნეულის N5 საჯარო სკოლაში საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ჩატარდა.

კამპანია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრის მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისათვის დროული შეტყობინების საკითხებზე ჩაატარა.

შეხვედრაში მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად განათლების სამინისტროს, მანდატურის სამსახურის, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისისა და USAID-ის, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203