2019-2020 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ახალციხის მუნიციპალიტეტის დიდი პამაჯის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, პირველი კლასის მოსწავლეს კომპიუტერი საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
წარჩინებული მოსწავლეები კი დაჯილდოვდნენ სიგელებითა და სერტიფიკატებით.
სკოლის დაწყება მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს. მათ წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.
იხილეთ ფოტო