დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ნაგვიანევი შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
14-11-2019
დმანისის მუნიციპალიტეტის დიდი დმანისის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ნაგვიანევი შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და წელიწადის დროებს ხოტბა შეასხეს. ასევე თათარა მოადუღეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს.

მოსწავლეებმა დეკორაციები დაამზადეს, კლასში კუთხე მოაწყეს და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.

პირველი კლასის დამრიგებელი ხათუნა ოქრიაშვილია.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203