
გორის მუნიციპალიტეტის ბერშუეთის საჯარო სკოლაში პროექტი „დედამიწა ავადაა“ განხორციელდა.
პროექტს მასწავლებელი მარეხი ზაუტაშვილი ხელმძღვანელობდა.
პროექტში IV კლასის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ, პროექტის ფარგლებში, დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია.
მასწავლებელმა მოსწავლეებს ბუნების გაფრთხილებაზე, ეკოლოგიურ საფრთხეებზე და სისუფთავის დაცვაზე ესაუბრა.
პროექტი მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო იყო.