
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში ლეპტოპებით დაჯილდოვდნენ.
სკოლის ულოცავს მოსწავლეებს და უფრო მეტ წარმატებას უსურვებს.
„ჩემი პირველი კომპიუტერი“ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს პროექტია, რომელიც 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე). პროგრამის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.