ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქცია მოაწყეს
14-11-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სკოლაში და სოფლის ქუჩებში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს მხარდამჭერი აქცია მოაწყეს.
„სკოლის მოსწავლეები მოუწოდებენ სოფლის მოსახლეობას სისუფთავის დაცვისკენ და გამოდიან ინიციატივით რათა ერთიანი ძალებით მოაწყონ შაბათობა მთელი სოფლის მასშტაბით“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ტურცხის საჯარო სკოლაში ცდილობენ, რომ გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელონ და ამ კუთხით მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე გაზარდონ.
მოსწავლეებს სამოქალაქო განათლების პედაგოგი იაგორ არაქელიანი ხელმძღვანელობდა.