
გარდაბნის მუნიციპალიტეტის თელეთის საჯარო სკოლის V კლასში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, დამრიგებლისა და სპორტის მასწავლებლის (ფ. მაჭკალაშვილი, ე. ელიზბარაშვილი) მიერ სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, გამხიარებულ ბავშვებთან ერთად მაღალი ჩართულობით გამოირჩეოდნენ როგორც მშობლები, ისე პედაგოგები.
დასასრულს, დირექციის მიერ მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ მუნიციპალურ თამაშებში (გეზმრბენი, მინიფეხბურთი) გამარჯვებული მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები