
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოდეგამის საჯარო სკოლის პირველ კლასში მშობლიური ენის ანბანის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება ჩატარდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში მშობლიურ ენაზე ასო „ა“-ს გახსნის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. დაწყებითი კლასის მოსწავლემ ასო „ა“ ფერად ქაღალდზე დაწერა და გულზე მიიბნია. ასევე გამოწერა და გააფერადა ანბანის პირველი ასო.
მოსწავლისთვის საგაკვეთილო პროცესი საინტერესო იყო.
იხილეთ ფოტოები