კერძო სკოლა „დავითიანი“ ორგანიზაციას - „ჩვენი იმპულსი ჩვენს ქალაქს სჭირდება“ შეუერთდა
14-11-2019

ბოლნისის კერძო საშუალო სკოლა „დავითიანი“ ორგანიზაციას - „ჩვენი იმპულსი ჩვენს ქალაქს სჭირდება“ შეუერთდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში გაიმართა შეხვედრა ქალაქ ბოლნისის მერიის განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსთან, გიორგი საცკოვთან.

სკოლის თვითმმართველობამ და მოსწავლეებმა ისაუბრეს ახალგაზრდების თვალით დანახულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებზე.

მოსწავლეები შეეცადნენ გაერკვიათ რამდენად მისაღები და მნიშვნელოვანია ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და ასევე გაეცნენ ორგანიზაციის კონკრეტულ მიზნებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203