ორღულის საჯარო სკოლაში „ნორჩი მათემატიკოსისა“ და „კითხვისა და გააზრების“ წრეები ფუნქციონირებს
საჩხერის მუნიციპალიტეტის, ორღულის საჯარო სკოლის მესამე კლასში სასწავლო წლის დასაწყისიდან ქართულ ენასა და მათემატიკაში საწრეო მუშაობა მიმდინარეობს.წრეებს მასწავლებელი მარეხი ტყავაძე ხელმძღვანელობს.
სკოლაში „ნორჩი მათემატიკოსისა“ და „კითხვისა და გააზრების“ წრეები ფუნქციონირებს.
მათემატიკაში საწრეო მუშაობის ფარგლებში მოსწავლეები ორნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლებას სწავლობენ, ქართულ ენაში კი ბავშვები ლიტერატურული ტექსტის კითხვასა და ანალიზში ვარჯიშობენ. მოსწავლეები სხვადასხვა მოთხრობასა და ზღაპარს კითხულობენ და გონებრივი იერიშის რუკას ავსებენ.
წრეების მუშაობის შესახებ ვრცლად იხილეთ
ბმული.