ბნავისის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პენსიონერი პედაგოგებისთვის გამოსამშვიდობებლი ღონისძიება გაიმართა
14-11-2019

გორის მუნიციპალიტეტის ბნავისის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ, პედაგოგიურმა კოლექტივმა და მოსწავლეებმა ღვაწლმოსილ პენსიონერ მასწავლებლებს გამოსამშვიდობებლი საღამო მოუწყვეს.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ მათი შემცვლელი ახალი პედაგოგები, რომლებმაც პირობა დადეს, რომ წინამორბედების გზას ღირსეულად გააგრძელებენ.

სკოლამ მათ ერთგულებისთვის, შრომისმოყვარეობისა და თაობების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. მოსწავლეებმა განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს პედაგოგების მიმართ და მათი შრომა აღნიშნეს.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203