
ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის N1 საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში ილია ჭავჭავაძის კვირეული აღინიშნება.
მოსწავლეებმა მოინახულეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, მოიძიეს ინფორმაცია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასაზე, მოღვაწეობაზე და თანაკლასელებთან ერთად დამსწრე საზოგადოებას გააცნეს.
„მოსწავლეები ილიას პოეზიას ეზიარნენ, ისწავლეს და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გააკეთეს ნახატების გამოფენა და გააცოცხლეს პერსონაჟები“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ეს დღე შემეცნებითი და დაუვიწყარი იყო.
იხილეთ ფოტოები