ართანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩაატარეს
14-11-2019
თელავის მუნიციპალიტეტის ართანის საჯარო სკოლის I-IV კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო ზეიმი - „ბარაქიანი შემოდგომა“ ჩაატარეს.
„გარემო გაფორმებული იყო თემატური გამოფენებით, წარმოდგენილი იყო შემოდგომის ნობათი. ღონისძიებაზე დუღდა თათარა, ბავშვები საკუთარი ხელით ავლებდნენ ჩურჩხელებს და აგემოვნებდნენ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, ღონისძიებაში როგორც ბავშვები, ასევე მშობლები და მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
„სილაღე, ხალისიანი განწყობა, პატარების ღიმილიანი სახეები იქ მყოფ საზოგადოებას მთელი ზეიმის განმავლობაში დადებითად მუხტავდა“,- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეებს პედაგოგები ნინო გაგანაშვილი და თეა ჩახუტაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს