ორჯის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „მადლობა მასწავლებელო“ გაიმართა
14-11-2019
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორჯის საჯარო სკოლის ორგანიზებით და მასწავლებელ ვარდითერ იუზბაშიანის ინიციატივით, ღონისძიება - „მადლობა მასწავლებელო“ მოეწყო.
ღონისძიებაზე მიწვეულნი იყვნენ ღვაწლმოსილი საპენსიო ასაკის პედაგოგები სონიკ იუზბაშიანი და ფლორა არევიანი. ფლორა არევიანი სკოლაში 60 წლის განმავლობაში მუშაობდა, ხოლო სონიკ იუზბაშიანი - 45 წელი.
მათ ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს და სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს.
ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა იცეკვეს და იმღერეს. ასევე მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს თაობების აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის.
სკლოლის თანამშრომლებმა ფლორა არევიანს და სონიკ იუზბაშიანს მადლობის ბარათები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს