ზერტის საჯარო სკოლაში ეკოკლუბი - „მწვანე მომავალი“ შეიქმნა
14-11-2019

გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლაში შეიქმნა ეკოკლუბი სახელწოდებით „მწვანე მომავალი“.

ეკოკლუბს ბიოლოგიის მასწავლებელი ნინო მუმლაძე ხელმძღვანელობს.

ეკოკლუბი ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ ფარგლებში შეიქმნა.

კლუბში საშუალო საფეხურის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ.

სკოლა ეკოკლუბის წევრებს და მათ მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203