ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება ჩატარდა 
14-11-2019
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში უკვე რამდენიმე წელია, რაც არჩევითი საგანი - „მეწარმეობის საფუძვლები“ ისწავლება.                     

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მასწავლებელ იამზე დუმბაძის დიდი ძალისხმევის შედეგად მოსწავლეები დიდ ინტერესს იჩენენ ამ საგნის მიმართ“.

მიმდინარე წელს სკოლაში ჩატარდა სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება ESP - ონლაინ პლატფორმაზე. 

ჰერეთისკარის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი ტესტირებას.

სასწავლო წლის ბოლოს  მოსწავლეები საბოლოო ტესტს ჩააბარებენ და შესაბამის სერტიფიკატებსაც მიიღებენ.

სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირებას საერთაშორისო კვალიფიკაცია აქვს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203