აღმამედლოს საჯარო სკოლაში პროექტი - „მე ვიცნობ ჩემს მუნიციპალიტეტს“ განხორციელდა
14-11-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმამედლოს საჯარო სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის კლუბის ფარგლებში, პედაგოგ მედეა ხაჩიძესთან ერთად, პროექტი - „მე ვიცნობ ჩემს მუნიციპალიტეტს“ განხორციელდა.
„მოვიძიეთ საჭირო ლიტერატურა, დავიხმარეთ ვიკიპედია, მოვხაზეთ საზღვრები რუკაზე. გავიგეთ და გავეცანით ბევრ საინტერესო მასალას. ეს ჩვენთვის იყო ქართული ენის პრაქტიკაც, რადგან ყველაფერ ამას ქართულ ენაზე ვეცნობოდით“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
მისივე თქმით, პროექტის დასასრულს X-XI საუკუნის გაგის ციხეზე ლაშქრობა მოაწყეს.
„ციხემ მოგვხიბლა თავისი დიდებულებით. უამრავი სათოფურით, გალავნის ნარჩენებითა და გოდოლებით. პროექტი გრძელდება და ბაბაქარის მთების დალაშქვრას ვგეგმავთ“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო