პროფესიული ტესტირების პასუხები ცნობილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულმა პირებმა, საბოლოო შედეგების გასაცნობად, უნდა მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრებს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ საბოლოო შედეგებს გაეცნონ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის საშემოდგომო მიღებაზე თავისუფალი ადგილების რაოდენობა დაახლოებით 6500 იყო. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 10622 აპლიკანტი დარეგისტრირდა, ხოლო გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიულ ტესტირებაში მონაწილეობა 7233 აპლიკანტმა მიიღო.
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების ჩამონათვალში კი კულინარიის, აიტის, ტურიზმისა და ჭრა-კერვის მიმართულებები შედის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს