ქედლების საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პენსიონერი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს
14-11-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის ქედლების საჯარო სკოლიდან ღვაწლმოსილი პენსიონერი პედაგოგები ღონისძიებით გააცილეს.

სკოლამ მათ ერთგულებისთვის, შრომისმოყვარეობისა და თაობების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა.

მოსწავლეებმა განსაკუთრებული სიყვარული გამოხატეს პედაგოგების მიმართ და მათი შრომა აღნიშნეს.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღეს. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203