დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბუნებაში ღონისძიება გამართეს
14-11-2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა ბუნებაში ღონისძიება გამართეს.

ღონისძიება სახელად „რა კარგია შემოდგომა, ყველა ფერიაო...“ მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

მოსწავლეები საშემოდგომო ზეიმის სამზადისში აქტიურად ჩაერთვნენ. ღონისძიების მონაწილეებმა წაიკითხეს ლექსები, დადგეს სპექტაკლები, ასევე შეასრულეს მუსიკალური ნომრები.

კლასს მასწავლებელი ნათია მურადოვა ხელმძღვანელობდა.

მუსიკალური კომპოზიცია მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი იყო.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203