განძის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის - „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ
14-11-2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის განძის N2 საჯარო სკოლის ქართული ენის კლუბის წევრები და ბიბლიოთეკარი პროექტის - „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ.
პროექტი დიდი სომეხი მწერლის და საზოგადო მოღვაწის, ჰოვანეს თუმანიანის, დაბადებიდან 150 წლისთავისადმი იყო მიძღვნილი. მასში ქართველი და სომეხი მწერლები, მეცნიერები, ხელოვანები და მუსიკოსები მონაწილეობდნენ.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა.
სკოლის ქართული ენის კლუბის ხელმძღვანელი ნ.მიხანაშვილია.