წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში თემაზე - „ადამიანი და გარემო“ საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა
14-11-2019

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვირეულის ფარგლებში ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის  VI კლასში ჩატარდა სპეციალური გაკვეთილი თემაზე - ადამიანი და გარემო“.

კლასს პედაგოგი დარეჯან ჯიშკარიანი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეთა ჯგუფებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრეზენტაციები წარმოადგინეს. ასევე ნახეს საინტერესო ანიმაციური ფილმები: „მდინარეები ნარჩენების გარეშე - სუფთა შავი ზღვა“, „3ღ- პრინციპი ნარჩენების მართვაში“.

„უნდა აღინიშნოს, რომ  სკოლას მემორანდუმი აქვს გაფორმებული არასამთავრობო ორგანიზაცია მეცნიერებათა კავშირთან „სპექტრი“. სწორედ მათთან თანამშრომლობით გახდა ხელმისაწვდომი აღნიშნული ფილმების ნახვა“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203