ჩაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
14-11-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის ჩაოს საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებს ყალბი ინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

სკოლას მოწვეული ჰყავდა ტრენერები თავისუფალ ჟურნალისტთა სახლიდან.

„შეხვედრაზე განიხილეს მიზანმიმართული პროპაგანდის მაგალითები. მონაწილეები გაეცნენ კვლევას, რომელშიც საუბარი იყო, ძირითად, ყალბ ინფორმაციაზე. იმსჯელეს, რამდენად ხშირად ხდება თითოეული ჩვენგანი ინტერნეტში გავრცელებული მცდარი ინფორმაციის მსხვერპლი. მონაწილეები ასევე გაეცნენ  ყალბ ინფორმაციასა და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის გზებს“,-ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

პროექტი „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ხორციელდება ამერიკული ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED)“ მხარდაჭერით.

ინფორმაციული სახის შეხვედრამ მოსწავლეებს ხელი შეუწყო   ცნობიერების ამაღლებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203