
ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიაზე აბასთუმნის ობსერვატორიაში იმყოფებოდნენ.
ექსკურსია ირინე ზედგინიძის ორგანიზატორობით მოეწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა ტელესკოპი ნახეს, მისი მუშაობის პრინციპს გაეცნენ და პლანეტებისა და ვარსკვლავების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.
მოსწავლეები პედაგოგს საინტერესო ექსკურსიისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები