ჩარდახის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა
14-11-2019

მცხეთის მუნიციპალიტეტის ჩარდახის საჯარო სკოლაში საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს დღე გაულამაზეს. მათი მრავალფეროვანი რეპერტუარი სასიამოვნო იყო დამსწრე საზოგადოებისთვის.

„ღონისძიებას ესწრებოდა პატარა ანდრია, რომლის დასახმარებლადაც ჩატარდა აღნიშნული საქველმოქმედო ღონისძიება. სკოლის მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ მრავალფეროვანი ნომრებით: სიმღერებით, ცეკვებითა და ლექსებით. ვუსურვებთ ანდრიას გამოჯანმრთელებას!“- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203