გეგელიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებს ბუნებაში გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ
14-11-2019

ქედის მუნიციპალიტეტის გეგელიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებს ბუნებაში გაკვეთილი - „თანამედროვე ტექნოლოგიისა და ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში“ ორ საგანში ინგლისურ ენასა და გეოგრაფიაში ჩაუტარდათ.

„გასვლის მიზანი იყო, რომ მოსწავლეები დამდგარიყვნენ რეალობის წინაშე, ცოდნა გამოეყენებინათ სწორად, გაეანალიზებინათ ადამიანური თუ მატერიალური ღირებულებები, გახალისებულიყვნენ და მას ექსკურსიის მნიშვნელობაც ჰქონოდა. ვფიქრობ, რომ XII კლასისათვის ეს იყო ბევრის მომცემი, საინტერესო და დასამახსოვრებელი“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203