ტყაჩირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა
14-11-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტყაჩირის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში -  „რა? სად? როდის?“ ჩატარდა.

ინტელექტუალურ ჩემპიონატში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ გუნდები: „ნიკე“, „კიდობანი“, „ბუები“, „ქორები“, „თემიდა“, „ლეიკოციტი“ და „ჰექსანი“.

თამაში წარიმართა ორ რაუნდად და გამოვლინა გამარჯვებული.

2019- 2020 სასწავლო წლის ინტელექტუალურ ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა IX კლასის გუნდმა „ნიკე“.

გამარჯვებული გუნდი „ჭკვიანი ბუს"  მფლობელი გახდა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203