
ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეს, მომღერალ მარიამ კუჭავას, დიდი ბრიტანეთის პრესამ „ბულბული“ უწოდა.
როგორც სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მარიამი დიდი გამოწვევების წინაშე დგას: „MAO-Solemio-ს უკვე დაგეგმილი აქვს სხვადასხვა მუსიკალური ტური და კონკურსი.
სკოლა მოსწავლეს წარმატებებს უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ მარიამი იმ 12 ნიჭიერ მუსიკოს შორისაა, რომელთაც ოპერის მომღერლის, დავით ღვინიანიძის ფონდმა კარნეგი ჰოლისკენ გზა გაუხსნა.