როკითის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგ ომარ ჩიქვინიძეს საპატიო ბაღდათელის წოდება მიენიჭა
14-11-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, როკითის საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ პედაგოგს, ომარ ჩიქვინიძეს, საპატიო ბაღდათელის წოდება მიენიჭა.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტი რომ გამორჩეულია ნიჭიერი ადამიანებით, ეს უდავოა. ღმერთმა რომ კალთა დაიბერტყა და როკითს საჯარო სკოლას მოჰმადლა გამორჩეულ, წარმატებულ, ღირსეულ ადამიანთა სიმრავლე, ეს ფაქტია“, - ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
როკითის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ომარ ჩიქვინიძეს საპატიო ბაღდათელის წოდებას ულოცავს და მას დღეგრძელ სიცოცხლესა და დაუღალავ შრომის უნარს უსურვებს, რათა ბევრი კეთილი საქმე აკეთოს მისი კუთხისა და სამშობლოსთვის.
სკოლის მასწავლებლის შესახებ სტატია ადგილობრივ გაზეთშიც -„ჩემი გაზეთი“ გამოქვეყნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს