
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინის დელეგაციის პატივსაცემად გამართულ კონცერტში მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები მაყურებლის წინაშე ღირსეულად წარსდგნენ. მათ ქართულ-ხალხურ საკრავებზე დაუკრეს, ასევე შეასრულეს ქართული ცეკვები.
სოფელმა შრომამ უმასპინძლა უკრაინის, ქალაქ გენიჩესკის დელეგაციას. კონცერტი გაიმართა სოფლის ცენტრში.
სკოლის დირექციამ ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა.
იხილეთ ფოტოები