ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღნიშნეს
14-11-2019

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ჩოლურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღნიშნეს და თეკალში მცხოვრებ ქალბატონს ეწვივნენ, რომელსაც სასოფლო სამეურნეო საქმიანობებში დაეხმარნენ.

სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ასევე მოეწყო მასშტაბური დასუფთავების აქცია, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობდა.

აღნიშნული აქტივობა ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020“ ფარგლებში განხორციელდა.

ჩოლურის საჯარო სკოლაში შექმნილია ეკოკლუბი „ლილე“, რომელიც  გარემოსდაცვით კონკურსშია ჩართული. ამ კონკურსის ფარგლებში კი სკოლა სხვადასხვა საინტერესო პროექტებს და აქტივობებს (მაგ: დედამიწის საერთაშორისო დღეების აღნიშვნა, ლაშქრობა, სოციალური პროექტი და ა.შ.) ახორციელებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203