
გორის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეები ექსკურსიაზე იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეები გაეცვნენ გოგებაშვილის ბიოგრაფიულ ცნობებს და დაათვალიერეს საცხოვრებელი გარემო, წიგნები, იაკობ გოგებაშვილის პირადი და საყოფაცხოვრებლო ნივთები.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ექსკურსია საგანმანათლებლო-გასართობი სახის იყო.
მოსწავლეები ექსკურსიიდან შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები