ორცვის საჯარო სკოლაში კიბერუსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
14-11-2019

ქედის მუნიციპალიტეტის ორცვის საჯარო სკოლაში ისტ-ის პედაგოგის, თენგიზ კაკაბაძის ხელმძღვანელობით კიბერუსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრას კლასის ხელმძღვანელები  და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება იმ გამოწვევების მიმართ, რომლის წინაშეც დგას დღეს ქვეყანა. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულდა ე. წ. კომპიუტერულ ვირუსებზე (ფიზინგზე, და ასე შემდეგ) განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფეისბუქ უსაფრთხოებაზე, ელ.ფოსტის უსაფრთხოებაზე, პირადი მონაცემების დაცვაზე და ასე შემდეგ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება პირადად მიადგეს პიროვნებას, ორგანიზაციას ან მთელ ქვეყანას“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

შეხვედრის ორგანიზატორმა კლასის ხელმძღვანელებს სთხოვა, რომ მშობლებთან ჩაატაროს შეხვედრა აღნიშნულ საკითხზე განსაკუთრებით, თუ როგორ უნდა აკონტროლოს მშობელმა შვილი ინტერნეტში ყოფნის დროს.

ამის შემდეგ შეხვედრის ორგანიზატორმა მოსწავლეებს გააცნო ის ვებ-გვერდები, სადაც შეიძლება ინფორმაციის მოძიება კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203