„მე ვირჩევ პროფესიას“- ინგირის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
14-11-2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ინგირის N2 საჯარო სკოლაში, არაფორმალური განათლების დანერგვისა და ხელშეწყობის მიზნით, პროექტის  - „ახალი სკოლის მოდელი“ ფარგლებში შექმნილმა კლუბმა - „ერთად მომავლისკენ“ ღონისძიება ჩაატარა.

„მე ვირჩევ პროფესიას“ - ასე ერქვა ღონისძიებას, რა დროსაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან დისკუსია გაიმართა.

ღონისძიებას ზუგდიდის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ინგირის თემის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი თანამონაწილეობითა და ჩართულობით ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა.

სკოლა მადლობას უხდის პროექტის მხარდამჭერ ჯგუფს, განსაკუთრებით კი ლიდერს, თეა გაბელაიას გაწეული მუშაობისა და თანადგომისათვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203