გელაძეების საჯარო სკოლაში ფილმების ჩვენება მოეწყო
14-11-2019

ხულოს მუნიციპალიტეტის გელაძეების საჯარო სკოლაში ფილმების ჩვენება მოეწყო.

მოსწავლეებმა ნახეს ორი ფილმი: „ზეცის შვილები“ და „საოცრება“.

„ფილმების ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა გამართეს დისკუსია, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები ფილმებში წარმოჩენილ პრობლემებზე. ასევე ისაუბრეს ბულინგის თემაზე („საოცრება“) და ასევე ემპათიურობაზე („ზეცის შვილები“). აღნიშნეს, თუ რამხელა ძალის მიცემა შეუძლია დედმამიშვილისადმი სიყვარულს. მოეწონათ ფილმები და მთხოვეს მომავალშიც განვაგრძოთ კინოჩვენება“,-აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ფილმების ჩვენების ინიციატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი სტატუსის მქონე მასწავლებელი. ამავდროულად, პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ კონსულტანტ–მასწავლებელი ხათუნა თეთრაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203