გელათის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრის ნახევარფინალი ჩატარდა
14-11-2019

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გელათის საჯარო სკოლაში თვითმართველობის წევრების - ბექა მეგენეიშვილისა და ბექა კორნეიჩუკის ინიციატივითა და მასწავლებლის, ელისო მაწკეპლაძის მხარდაჭერით სპორტულ-გასართობი შეჯიბრის - ,,მხიარული სტარტები“ ნახევარფინალი ჩატარდა.

„მხიარული სტარტები“  სკოლის სპორტულ მოედანზე  გაიმართა. 

შეჯიბრში მონაწილეობდნენ დაწყებითი კლასების (II – VI) მოსწავლეები, რომლებიც ოთხ გუნდში გაერთიანდენ: „მგლები“, „ლიდერები“, „არწივები“, „ლომები“.

ფინალისთვის, რომელიც უახლოეს დღეებში ჩატარდება, ორი გუნდი ემზადება.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და თასით. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203